სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურის და ბაკურიანის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა, - ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მომხმარებლის უმრავლესობამ თანხები უკან მოითხოვა, რაც სასტუმროებისთვის ჰქონდათ დარიცხული.
“სამწუხაროდ, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, გუდაურის და ბაკურიანის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა ამ ეტაპისთვის. წელს, ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით განვითარება. 15 ათას ებრაელ ტურისტს ველოდებოდით სასრიალოდ. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა. დამსვენებლების უმრავლესობამ უკან გამოითხოვა ის თანხა, რაც სასტუმროებში ჰქონდა ჩარიცხული", - განაცხადა ალავერდაშვილმა.
მან კიდევ ერთ პრობლემას გაუსვა ხაზი, რაც ინსტრუქტორების საკითხს ეხება. როგორც ცნობილია, სათხილამურო კურორტებზე საზღვარგარეთიდან ჩამოსულ უცხოელ ინსტრუქტორებსა და ადგილობრივებს შორის სერიოზული გაურკვევლობაა.
"ამას დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ასევე ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობაა. კერძოდ, ეს არის უცხოეთიდან ჩამოსული ინსტრუქტორების თემა, რომლებსაც ვერ ვარეგულირებთ კანონმდებლობით. არანაირი კანონმდებლობა არ გვაქვს, რომელიც უკრძალავს ვინმეს ქვეყანაში შემოსვლას და აქ ინსტრუქტორად მუშაობას. ბევრი ინსტრუქტორი ჩამოვიდა, საიდანაც შესაძლოა, რამდენიმეს საერთაშორისო ლიცენზია ჰქონდეს და ამის წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. თან ახლა, როდესაც ტურისტების ნაკლებობაა. როდესაც ბევრი ტურისტია, ინსტრუქტორებთან გადანაწილება ხდება, ინსტრუქტორები დაკავებულები არიან და ასე მძაფრად არ დგება ეს პრობლემა. მაშინ, როდესაც ტურისტების სიხალვათეა, ეს პრობლემა იჩენს თავს. გამოჩნდა, რომ საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო სიტუაციაა“, - თქვა ალავერდაშვილმა მედიაცენტრ "მთავარში" სტუმრობისას.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი