მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკა "ღია გულის" დირექტორი: როგორმე კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, რომ არ დაზარლდეს პაციენტი

5de7db65abb74
BM.GE
04.12.19 20:15
3420
პრემიერმა ძალიან კონსტრუქციულად მოგვისმინა, იქნება საკითხის გადახედვა, - ამის შესახებ კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მიქელთაძემ ჟურნალისტებს პრემიერ გიორგი გახარიასთან 520-ე დადგენილების შესახებ გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, 2-3 დღეში 520-ე დადგენილების საკითხთან დაკავშირებით, ისინი შესაბამისი პასუხის მიღებას ელოდებიან.

„ეს მიღწევა არის, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, პრემიერმა ძალიან კონსტრუქციულად მოგვისმინა, იქნება საკითხის გადახედვა, 2-3 დღეში იქ, სადაც არის პროცესები რთული ვითარებით, იქნება განხილული და მივიღებთ შესაბამის პასუხს და გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა დავით მიქელთაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 520-ე დადგენილების გადავადება ამ ეტაპზე არ ხერხდება.

„როგორმე რაღაც კონსენსუსამდე უნდა მივიდეთ, რომ არ დაზარლდეს პაციენტი... მიღებულია გადაწყვეტილება, ჩვენი ფინანსისტები და ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსისტები ერთად გაივლიან ამ ტარიფებს კიდევ, თუ სადმე რამე პრობლემატიკაა, შევეცდებით ყველაფერი ეს აღმოიფხვრას“, - აღნიშნა კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრსა და 30-მდე კლინიკის წარმომადგენელს შორის მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებულ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც ესწრებოდა.