მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკა "გული": ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ ჩვენ მიმართ 1.5 მლნ ლარზე მეტის დავალიანება აქვს

5e0489ce82054
ვიქტორია მღებრიშვილი
26.12.19 15:00
1077
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მხოლოდ კლინიკა „გულთან" ჯანდაცვის სამინისტროს დავალიანება 1.5 მლნ ლარს აღემატება. ამის შესახებ BM.GE-ის კლინიკა „გულის“ მფლობელმა ანზორ მელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ბოლოს ჩარიცხვა ივნისში განახორციელა და მაშინაც თვის ნახევარი ჩარიცხეს. 

"ივნისში დაგვირიცხეს დავალიანების ნაწილი და დარჩენილია 150 000 ლარი, ასევე ჩასარიცხი აქვთ ივლისის დავალიანება - 302 000 ლარი, აგვისტოსი -185 000 ლარი, სექტემბრის - 206 000 ლარის, ოქტომბრის - 352 000 ლარი და ნოემბრის - 378 000 ლარი, რაც ჯამში 1.5 მლნ ლარზე მეტია. 2 თვეა ხელფასები არ გამიცია. სამინისტრომ პრობლემები შეგვიქმნა ჩვენს საქმიანობაში. ჯანდაცვის სამინისტრო რომ გვექცევა ჩვენ - ექიმებს ასე მტერიც არ მოგვექცევა. ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ მოქცევას“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

ცნობისთვის, BM.GE-მ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა მოცულობის დავალიანება ერიცხება უწყებას კლინიკების მიმართ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.