მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კლინიკების კომუნალური ხარჯების სუბსიდირება არ მოხდება“ - ეკატერინე ტიკარაძე

6025254054e05
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.21 17:30
598
25 იანვარს კლინიკების წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი კლინიკებისთვის გაზრდილი ენერგოტარიფების სუბსიდირება იყო.

როგორც მაშინ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს „ევექსი ჰოსპიტლების“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა უთხრა, კლინიკებისთვის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირების საკითხი ჯანდაცვის უწყებას ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეეთანხმებინა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ სამედიცინო დაწესებულებებს გაზრდილი კომუნალური ხარჯები არ დაუსუბსიდირდებათ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა გერმანისთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც კლინიკებისა და უწყების მიერ ახალი ტარიფიკაციის სქემაზე მუშაობასა და სუბსიდირების საკითხებს შეეხებოდა.

„კლინიკები ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით წარმატებით მუშაობენ, მათ ყოველდღიური შეხვედრები აქვთ იმ ფინანსურ ჯგუფთან, რომელიც ამაზე მუშაობს. სუბსიდია გათვალისწინებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტარიფში და ელექტროენერგიის და კომუნალური დანახარჯების სუბსიდირება არ განხორციელდება“, - განაცხადა მინისტრმა.