მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კლინიკების მართვის კომპანიამ საავადმყოფოს განვითარებისთვის სპონსორებიც მოიძია"

5e3978ca1c4b3
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.20 20:21
1601
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი - კლინიკების მართვის კომპანიის საქმიანობას დადებითად აფასებს.

როგორც BM.GE-ის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარების შესაძლებლობა სწორედ ამ კომპანიის საშუალებით განხორციელდა.

„საპარტნიო ფონდის“ შვილობილმა - კლინიკების მართვის კომპანიამაც თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ძალიან ბევრი რამ გააკეთა: ჯერ მარტო მენეჯმენტში როგორ დაგვეხმარა, ბევრი ახალი ინიციატივა შემოიტანა, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. საავადმყოფოს განვითარებისთვის სპონსორებიც მოიძიეს და თითქოს რაღაც დონეზე მივიდა ეს საქმე, მაგრამ შემდგომში სახელმწიფო კლინიკებისადმი პოლიტიკა შეიცვალა და პროცესი შეჩერდა. თუმცა, კომპანია მუდმივად ფინანსურ მენეჯმენტშიც იყო ჩართული და ძალიან ბევრი რამ გასწორდა. მარტო ის რად ღირს, რომ ყველა მაღალტექნოლოგიური კვლევა, რაც არ გვქონდა და რაც ძირითადად მწყობრიდან იყო გამოსული, დღეს ყველა მუშაობს. ჩვენ მადლობის მეტი იმ კომპანიის მიმართ არაფერი გვეთქმის“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.

შეგახსნებეთ, გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა: "საპარტნიორო ფონდმა ვერც ინვესტორის მოძიება და ვერც მათი ეფექტური მართვა შეძლო". რასაც "საპარტნიორო ფონდის" მხრიდან საპასუხო განცხადება მოჰყვა.