“კლინიკების ხარჯი 30-40%-ით გაიზარდა, პაციენტების რაოდენობა კი 60%-ით შემცირდა”- ამის შესახებ BM.GE-ის კლინიკა “გულის” დამფუძნებელმა ანზორ მელიამ განუცხადა.
როგორც მელია ამბობს, გაუფასურებული ლარის ფონზე გაძვირებულმა წამლებმა, სახარჯო მასალამ, სამედიცინო აღჭურვილობამ და მომართვიანობის შემცირებამ კლინიკები მინიმალური შემოსავლის გარეშე დატოვა. კლინიკა "გულის" დამფუძნებელი ასევე ამბობს, რომ ყველაფერი გაძვირდა, რაც მათი სპეციფიკის კლინიკას ფუნქციონირებისთვის სჭირდება, ხარჯი დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი, ხოლო პაციენტების მომართვიანობა 60%-ით შემცირებული.
“520-ე დადგენილებით როგორც იცით თანხები შემცირდა, სამინისტროს დავალიანება აქვს უკვე 4-5 თვეა, ავადმყოფებს ძალიან უჭირთ, ჩაკეტილია საზღვრები, საიდანაც პაციენტებს ვიღებდით. ეს ყველაფერი მოქმედებს დიაგნოსტიკური ცენტრის მუშაობაზე, თუ ადრე ჩვენ 60 პაციენტს ვემსახურებოდით, ახლა 15-20 პაციენტი გვყავს. კონტრასტი, რითაც ვაკეთებთ კორონოგრაფიებს, თუ მას ვყიდულობდით პანდემიამდე 42-45 ლარად, დღეს ყველაზე კარგ შემთხვევაში ვიხდი 55 ლარს. ამ დროს კორონოგრაფიის ფასი სახელმწიფოს არ მოუმატებია. ყველაფერი გაძვირდა - სარქველები, ხელოვნური აორტა, ძაფები. სახარჯი მასალა გაძვირდა, ბარემ გვესროლონ ამ კლინიკებს და გვითხრან რომ არ უნდა იცხოვროთ ამ ქვეყანაში. ხარჯი 30-40%-ით გაიზარდა, ხოლო ავადმყოფების რაოდენობა 60%-ით შემცირდა", - ამბობს კლინიკა გულის დამფუძნებელი ანზორ მელია.
ცნობისთვის, გასულ წელს საქართველოს მთავრობა 520–ე დადგენილება აამოქმედა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიწოდებული სერვისების ტარიფების გათანაბრების ითვალისწინებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?