მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებისთვის ტარიფების რეგულარული განახლება აუცილებელია - გაბუნია

62038f31609a4
ინგა მურუსიძე
09.02.22 17:30
521
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკებისთვის ტარიფების რეგულარული განახლება არის აუცილებელი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ BM.GE-ს მიერ დასმულ შესაბამის კითხვას, ხედავს თუ არა აუცილებლობას, ტარიფები გადაიხედოს და რა ეტაპზეა პროცესი.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების ტარიფების თემა დიდი ხანია აქტუალურია ჯანდაცვის სამინისტროსთვის. ცოტა ხნის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა კლინიკების ასოციაციასთან, რადგან საკითხი მათთვისაც აქტუალურია. ანუ, ბაზისური ფინანსური ინფორმაცია კლინიკებისგან შეგროვებულია და ახლა დგას საკითხი, რომ მოხდეს ამ ინფორმაციის დამუშავება საბოლოო ფორმირებისთვის.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისთვის ტარიფების რეგულარული განახლება არის აუცილებელი. პანდემიის პირობებში ეს პროცესი შეჩერდა, თუმცა მოკლე პერიოდში გვექნება საშუალება, რომ დავუბრუნდეთ ამას და ასევე DRG-პროგრამის ამოქმედებაზე, ანუ დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის თაობაზე(პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს დაფინანსების მოცულობას.), რაზეც ჯანდაცვის სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დიდი ხანია მუშაობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.