მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებს, შესაძლოა, გაზრდილი ენერგოტარიფები დაუსუბსიდირდეთ - „ევექსი ჰოსპიტლები“

600ebc184ccdc
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.21 16:57
926
"ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორის გიორგი მინდიაშვილის განცხადებით, კლინიკებს შესაძლოა გაზრდილი ენერგოტარიფები დაუსუბსიდირდეთ. ამის შესახებ მან დღეს კლინიკების და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი მინდიაშვილი ამბობს, რომ სუბსიდირება გრძელვადიან პერიოდში მისაღები არ არის, თუმცა დღეს სექტორისთვის ეს მნიშვნელოვანია.

"ჯანდაცვის მინისტრთან შევთანხმდით, რომ გაძვირებული ელექტროენერგიის სუბსიდირებაზე შეიძლება შეთანხმებას მივაღწიოთ. რაც ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა შეთანხმდეს. ვფიქრობ, რომ დროის გრძელ ვადაში სუბსიდირება კარგი არ არის, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში სექტორს და ბიზნესს მისცემს საშუალებას, რომ უფრო გრძელვადიან საკითხებზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა „ევექსი ჰოსპიტლების“ ხელმძღვანლმა.

აღსანიშნავია, რომ კლინიკების და მინისტრის შეხვედრაზე განხილვის თემას საყოვლთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის სამედიცინო სერვისების/პროცედურების ფასების ინდექსაციაც წარმოადგენდა. გიორგი მინდიაშვილის თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს.

„მომავალი კვირიდან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ერთი ნაწილი იმუშავებს ტარიფების ღია და გამჭირვალე ფორმულის დადებაზე და მოხდება ასევე ფასთა ინდექსაციის მექანიზმის ამოქმედებაც; სავარაუდოდ, ფასთა ინდექსაცია მოხდება 3 წელიწადში ერთხელ. აქ საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების ინდექსაციაზე; რადგანაც გაძვირდა პროდუქციის თვითღირებულება - ეს იყო კომუნალური და თუ სხვადასხვა გაძვირებული სახარჯი მასალები, ამის გამო მოხდება ახალი ფორმულის დადება, სადაც ეს გაძვირებები აისახება. შესაძლებელია, რომ თვითღირებულებას მიებას ტარიფები“, - აღნიშნა გიორგი მინდიაშვილმა.