მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებთან შეხვედრის შემდეგ არც მინისტრებმა და არც პრემიერმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს

5e060fd36db96
თელარა გელანტია
27.12.19 18:03
721
კლინიკების 100-მდე წარმომადგენელთან რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ არც მინისტრებს და არც პრემიერ-მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

რამდენიმე საათიანი შეხვედრის შესვენების დროს ვანო მაჭავარიანმა განმარტებები მხოლოდ ტელევიზიების საგადასახადო დავალიანებებთან დაკავშირებით გააკეთა.

შეხვედრის შუალედში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ. მან ღიად თქვა, რომ ბიუჯეტში შეიქმნა დეფიციტი, რაც სახელმწიფის მიერ კლინიკების მისამართით დავალიანებების დაგროვების მიზეზი გახდა. შეხვედრაზე, სავარაუდოდ, საუბარი 520-ე დადგენილებასაც შეეხო.