მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კლინიკიდან 13 წლის მოზარდი გაეწერა, რომელიც კორონავირუსზე 24 დღე მკურნალობდა"

5eafdd1093774
ინგა მურუსიძე
04.05.20 13:13
757
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან 13 წლის მოზარდი გაეწერა, რომელიც კორონავირუსზე 24 დღის განმავლობაში მკურნალობდა, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, მოზარდი დღეს დატოვებს კლინიკას.

„კლინიკიდან გაეწერა ყველაზე ახალგაზრდა, 13 წლის ბავშვი, რომელიც ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა 24 დღის განმავლობაში. მას ორჯერადად გამოუვლინდა უარყოფითი პასუხი ტესტზე და ის რამდენიმე წუთში დატოვებს კლინიკას. რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 6 პაციენტი, ერთი გამოვიყვანეთ თერაპიულ განყოფილებაში. ის არის ქალბატონი, რომელიც იყო ყველაზე მძიმე მდგომარეობაში, მას აქვს შაქრიანი დიაბეტი სხვა დაავადებებთან ერთად და იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ის რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. გვყავს დადასტურებული შემთხვევა ორსულის ინფიცირების, ის გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან და მდგომარეობა სტაბილურია როგორც მისი, ისე ნაყოფის“, - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება მედპერსონალს, რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა მედიკოსის მდგომარეობა სტაბილურია და მათ არანაირი გართულებები არ აქვთ.