მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლუბებს მუშაობის უფლება 14-15 იანვარსაც მიეცათ - მთავრობა დათმობაზე მიდის

61e154ed263d3
ანუკა ჯოხაძე
14.01.22 14:46
1031
საქართველოს მთავრობა დათმობაზე მიდის - კლუბებს მუშაობის უფლება 14-15 იანვარსაც მიეცათ. bm.ge-ის ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.

აღნიშნული ინფორმაცია კლუბ “ხიდის” წარმომადგენელმა სოფო ებრალიძემაც დაგვიდასტურა და იქვე დასძინა, რომ 14-15 იანვარს, დადგენილი პროტოკოლით გაიმართება ღონისძიებები და ამის შემდეგ დაიხურებიან.

შეგახსენებთ: 2 დღის წინ საკლუბო ინდისტრიის წარმომადგენლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, სადაც კლუბების მუშაობის საკითხი და ასევე მათი ფინანსური დახმარების ინიციატივა განიხილეს, მთავრობის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ მომდევნო 2 კვირის განმავლობაში მათი მუშაობა იზღუდებოდა. ინფორმაცია bm.ge-მ მთავრობის ადმინისტრაციაშიც გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ საკლუბო ბიზნესს მუშაობის უფლება, გამონაკლისის სახით, ისედაც მხოლოდ საახალწლო დღეებში ჰქონდათ, რაც დადგენილებით იყო გაწერილი.

„ხიდის“ წარმომადგენლის თქმით კი, მათ მთავრობისგან ჰქონდათ სიტყვიერი პირობა, რომ 16 იანვრამდე შეძლებდნენ მუშაობას, რაც რამდენიმე დღის წინ შეცვალეს, მაგრამ რადგან საკლუბო ბიზნესმა ხარჯი გასწია, მთავრობამ ეს გარემოება გაითვალისწინა და ბიზნესს მუშაობის ნებართვა მისცა.

“მანამდე გვქონდა დათქმა, რომ 31 დეკემბრიდან 16 იანვრამდე მუშაობის უფლებას გვექნებოდა, თუმცა 3 დღით ადრე შეგვიცვლეს ეს დათქმა. ჩვენ ავუხსენით, რომ ეს სფერო ასე არ მუშაობს. წინასწარ რასაც ვგეგმავთ, იმ გეგმას მივყვებით. შესაბამისად, 14-15 იანვარი უკვე დაგეგმილი იყო და როცა მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა ჩვენს არგახსნასთან დაკავშირებით, ჩვენი ერთი არტისტი უკვე ჩამოსული იყო, გუშინ კი დანარჩენი ორიც ჩამოვიდა. მსგავსი სიტუაცია ჰქონდათ სხვა კლუბებსაც. გაითვალისწინეს ეს ყველაფერი და დღეს და ხვალ მწვანე სტატუსი მოგვანიჭეს ისევ“, - აცხადებს კლუბ “ხიდის” წარმომადგენელი სოფო ებრალიძე.