მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლუბმა KHIDI–ი მარტში დაგეგმილი საკლუბო ღამეები გააუქმა

5e6a32153660d
ვიქტორია მღებრიშვილი
12.03.20 19:45
809
კლუბმა KHIDI მარტში დაგეგმილი საკლუბო ღამეები გააუქმა, - ამის შესახებ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება რთულად მისაღები იყო, თუმცა მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

"კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის თავიდან ასაცილებლად, კლუბი KHIDI იღებს გადაწყვეტილებას, გააუქმოს მარტში დაგეგმილი საკლუბო ღამეები.

აქტიურად ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ვხელმძღვანელობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციების მითითებებით.

დროებით დახურვის გადაწყვეტილება რთულია, მაგრამ ამ ეტაპზე ვირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელი", - ნათქვამია KHIDI-ის განცხადებაში.