28.აგვისტო .2019 15:53

კობა გვენეტაძე - თუ ჩავთვლით რომ ლარზე ზომები არის მისაღები, ყველა ზომას მივიღებთ

views 428
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ მცურავი გაცვლითი რეჟიმის პირობებში კურსთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. თუმცა, სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ თუ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ჩათვლის, რომ შესაბამისი ზომები მისაღებია, სებ-ი მათ აუცილებლად მიიღებს.

"მცურავი კურსის პირობებში აბსოლუტურად შეუძლებელია ლარის კურსზე პროგნოზების გაკეთება. ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინი, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში იქნებოდა, რამაც მოახდინა გავლენა ლარის კურსზე. ჩვენ რაიმე კონკრეტული ნიშნული ლარის კურსისთვის არ გვაქვს, ჩვენი მთავარი მანდატია ინფლაცია. 4 სექტემბერს გვაქვს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და ამ კომიტეტზე ვიმსჯელებთ. იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ ზომები არის მისაღები, მივიღებთ ყველა ზომას,"- ამბობს გვენეტაძე.

შეგახსენებთ, რომ წინა მონეტარული პოლიტიკოს კომიტეტის სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად - 6.5%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ კომიტეტი აღნიშნავდა, რომ იმის მიუხედავად, რომ ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნეზე მაღალი იყო, მის ზრდაში წამყვანი წვლილი აქციზის ზრდით გამოწვეულ თამბაქოს ნაწარმის გაძვირებას ჰქონდა, რაც ერთჯერად ფაქტორს წარმოადგენდა. 

"ამ ეტაპზე არსებული შეფასებით, ამ შოკის ჩათვლითაც კი, მოსალოდნელია, რომ 2019 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაუმჯობესდება. საგარეო მოთხოვნის მოსალოდნელი შესუსტების ფონზე (ტურიზმის ექსპორტი), განახლებული შეფასებით, 2019 წლის რეალური მშპ-ის ზრდა 4.5 პროცენტი იქნება,"- წერია ივლისში გამართული კომიტეტის პრეს-რელიზში. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა