11.მარტი .2020 14:05

კობა გვენეტაძე: ამ წუთას მონეტარული პოლიტიკის შერბილების ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ

views 458
უკან

"ამ წუთში ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც, შეიძლება, მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მისი შეფასების მიუხედავად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობა მიმდინარეობს იმ დროის მონაცემებით, როცა სხდომა მიმდინარეობს.

ცნობისთვის: მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 18 მარტს არის ჩანიშნული.

„ეროვნულმა ბანკმა ყველაზე მნიშვნელოვანი ბერკეტი გამოიყენა - რეფინანსირების განაკვეთის გამკაცრება და ასეც უნდა ხდებოდეს. მის გარშემო უნდა იყოს მთლიანად მონეტარული პოლიტიკა აგებული. კარგია, რომ ეს ჩარჩო მოქმედებს და ეს ჩარჩო მუშაობს. ჩვენ კარგად დავინახეთ ეს, როცა გავზარდეთ საპროცენტო განაკვეთები, მაშინ არარეზიდენტების მიერ გაიზარდა ფასიანი ქაღალდების შესყიდვა, რაც იყო ერთ-ერთი მიზეზიც ეროვნული ვალუტის ნომინალური კურსის გამყარების. ამ თემაზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევხედოთ რა ვითარებაში ხდება ეს. 2014-2015 წლებში ვალუტის გაუფასურება იყო დაახლოებით, 50%, მაგრამ მაშინ ინფლაცია იყო საკმაოდ დაბალი. სიტუაცია განსხვავებული იყო 2019 წელს. იმ შოკის შედეგად, რაც ამ წელს მივიღეთ, მხოლოდ ჩვენ ვუფასურდებოდით, ხოლო 2014 წელს სხვა ვალუტებიც უფასურდებოდა. ანუ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის გაუფასურება, რომელიც ახლა ხდება, ნომინალური ეფექტური კურსის გაუფასურება არ იქნება ინფლაციაზე ისეთი გავლენის მქონე, როგორც ამას ჰქონდა 2019 წელს. ყველა ფაქტორს ვაანალიზებთ.

შემდეგ კვირაში არის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და განხილვებზე ჩვენ ვაანალიზებთ და ვეყრდნობით იმ ინფორმაციებს, რომელიც იმ წუთებში არის. სიტუაციას ყველანაირად ვაფასებთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ჯერ პირობის მოცემა არ შემიძლია, თუმცა ამ წუთში ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რის გამოც შეიძლება მონეტარული პოლიტიკა შერბილდეს“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმის“ ეთერში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა