ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ აგრო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სექტორის წარმომადგენლებს ეროვნულ ბანკში უმასპინძლა და მათ პრობლემებს გაეცნო.
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სფეროში ფინანსური რესურსების წვდომასთან არსებული ვითარება გააცნეს, ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით დგას აგრო სექტორის წინაშე. სექტორის წარმომადგენლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმაც გაუზიარა თავისი ხედვა და ის ნაბიჯები გააცნო, რასაც საფინანსო სექტორი აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის დგამს.
"დამეთანხმებით, რომ მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მხრივ აგრარულ სექტორს განსაკუთრებული როლი ეკისრება, ვინაიდან დარგის განვითარება, კონკრეტულად კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ხელს უწყობს მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის ზრდას და, საბოლოოდ, ქვეყნის ეკონომიკის კეთილდღეობას.
ჩვენ მოვუსმინეთ სექტორის წარმომადგენლებს იმ მიზნით, რომ უკეთ გაგვეგო, თუ რა აწუხებთ მათ, გავცვალეთ ინფორმაცია და დავპირდით, რომ ამ თემებს უფრო დეტალურად ფინანსურ სექტორთან ერთად გავივლით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?