საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა, რომ ის მის მიმართ არსებულ კრიტიკაზე ფიქრს ძალიან ბევრ დროს ვერ დაუთმობს, რადგანაც სებ-ს სხვა მრავალ მნიშვნელოვან გამოწვევასა და მიმართულებაზე უწევს ფიქრი და მუშაობა. გვენეტაძის თქმით, დღეს მსოფლიოში საკმაოდ გახშირდა შემთხვევები, როდესაც მთავრობები ან პრეზიდენტები ცენტრალურ ბანკებს აკრიტიკებენ, რის მაგალითადაც გვენეტაძე დონალდ ტრამპის მიერ FED-ის პრეზიდენტის, ჯერომ პაუელის კრიტიკას ასახელებს.
“ზოგადად, დღეს ძალიან პოპულარულია ცენტრალური ბანკების კრიტიკა და ძალიან ბევრ ქვეყანაში გვაქვს ამის მაგალითი. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი აკრიტიკებს ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტს, საკმაოდ ხშირად ჩვენ მეზობელ ქვეყანაშიც [თურქეთში] გვქონია მსგავსი შემთხვევები გასულ წელს. მახსოვს, ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე ვესაუბრებოდი ჩემს ჩეხ კოლეგას და სხვათა შორის ჩეხეთის ცენტრალური ბანკი არის ერთ-ერთი მოწინავე ინფლაციის თარგეთირებაში და ძალიან ბევრი ინოვაციებით გამოირჩევა. რაღაც პერიოდის შემდეგ მან მკითხა, რომ “ძალიან ბევრ კითხვას მისვამთ და არის კრიტიკა თქვენ მიმართ?” რაზეც ვუპასუხე, “დიახ კრიტიკა არის”, იცით, როგორი რამ მითხრა? - თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს არ სურს ან არ შეუძლია კრიტიკის მოსმენა ამ შემთხვევაში ეს არ არის მისი ადგილი.
ამიტომ, ჩემთვის კრიტიკა არის ჩვეულებრივი ამბავი და შემიძლია ვთქვა, რომ მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, მე მაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი მიმართულება, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობს, ამიტომ ვერ დავხარჯავ ძალიან დიდ დროს, რომ ბევრი ვიფიქრო ამაზე. კრიტიკა ალბათ ყოველთვის იქნება, თუმცა ამაზე საპასუხოდ ყოველთვის იქნება ჩვენი არგუმენტირებული მოსაზრება”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი