საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ცენტრალური ბანკების მმართველთა ონლაინ შეხვედრაში, რომელშიც რეგიონის 29 ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მონაწილეობდა.
როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, დისკუსიის მთავარი თემა მონეტარული და ფინანსური სექტორის პოლიტიკით ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება იყო. შეხვედრას სსფ-ის მმართველი დირექტორის პირველი მოადგილე ჯეფრი ოკამოტო უძღვებოდა.
ღონისძიების წამყვან სპიკერებად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და მაროკოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი აბდელატიფ იუაჰრი იყვნენ მიწვეულები.
სებ-ის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებმა განიხილეს ფინანსური სექტორის პოლიტიკის როლი ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობაში და, ამასთანავე, ფინანსური სტაბილურობის ასპექტები პანდემიის პირობებში. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსვლისას ისაუბრა COVID-19-ის პანდემიის ქვეყნის საფინანსო სექტორზე უარყოფითი ზეგავლენის შერბილებისა და ქვეყნის ეკონომიკის წახალისების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ფინანსური სექტორის გაძლიერების მიზნით გატარებულ პოლიტიკასა და სექტორში არსებულ გამოწვევებზე.
"წინა წლებში გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველოს ფინანსური სექტორი პანდემიურ კრიზისს კარგად მომზადებული შეხვდა - საჭირო კაპიტალისა და ლიკვიდობის ბუფერებით, აქტივების მაღალი ხარისხით და უმოქმედო სესხების ისტორიულად დაბალი მაჩვენებლით.
კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ჩვენ რამდენიმე გამოწვევის წინაშე დავდექით:
პირველი - ვიცოდით, რომ საბანკო სექტორი ჯანსაღი იყო, მაგრამ შოკის სიდიდე გაურკვეველი იყო.
მეორე - ბაზარზე იყო ნდობის შოკი, რასაც ეკონომიკის დაკრედიტების შეფერხება და შოკის გაძლიერება შეეძლო.
მესამე - არსებობდა მაღალი საოპერაციო რისკი, რაც უკავშირდებოდა პანდემიის განვითარების დაუდგენელ ტემპს, ჩაკეტვას (lockdown) და, შესაბამისად, ადამიანური რესურსის შეზღუდვას როგორც მარეგულირებლისთვის, ასევე ფინანსური სექტორისთვის.
ამ გამოწვევების საპასუხოდ, ჩვენ შევიმუშავეთ დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელმაც ჩაკეტვის პერიოდში კრედიტორებს საგრძნობი მოცულობის სესხის მომსახურების გადავადების და, ამავდროულად, რეალური სექტორის დაკრედიტების გაგრძელების საშუალება მისცა", - აღნიშნა გამოსვლისას კობა გვენეტაძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ "პანდემიის პირობებში მონეტარული პოლიტიკის შერბილების პარალელურად, ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები ამოქმედდა, როგორიცაა სავალუტო სვოპი ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების დაკრედიტების მხარდამჭერი ინსტრუმენტი. ამასთან, ადგილობრივი ვალუტისთვის ლიკვიდურობის გადაფარვის კოეფიციენტი შემსუბუქდა".
გვენეტაძის თქმით, კრიზისი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სჯერა, რომ მონეტარული პოლიტიკის შესაბამისი ქმედებები და მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების დროული გამოყენება ფინანსურ სექტორს საშუალებას მისცემს გაუძლოს პანდემიის ნეგატიურ გავლენას და, უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკის აღდგენაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?