18.თებერვალი.2016 14:39
საფინანსო სექტორი

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა ამაღლდეს

კობა გვენეტაძე: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა ამაღლდეს
საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა.
 
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა კობა გვენეტაძემ კომიტეტს ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები გააცნო.

კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ საჭიროა, ეროვნული ვალუტის მიმართ გაღრმავდეს ნდობა, რისთვისაც ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. ეს არის დედოლარიზაციის - ანუ ლარიზაციის პროცესის ხელშეწყობა.

გვენეტაძის განცხადებით, საქართველო პატარა ქვეყანაა, ამიტომ მის ეკონომიკაზე გავლენას ახდენენ გარე ეკონომიკური პროცესები, რაც აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და ლარის გაცვლით კურსზე.

"იმისათვის, რომ მოსახლეობისათვის ეს პროცესები ნაკლებადმტკივნეული იყოს, უნდა გაღრმავდეს ლარიზაციის პროცესი, უნდა გაძლიერდეს საზოგადოების ნდობა ეროვნული ბანკის მიმართ, შენარჩუნდეს სტაბილური და დაბალი ინფალცია, მოხდეს ლარში გაცემული სესხების ხელშეწყობა, მოხდეს ფინანსური ბაზრების განვითარება".

კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ინფლაციის რეგულირებისათვის ბევრ ქვეყანაში გამოიყენება კომუნიკაციის გაძლიერება საზოგადოებასა და ეკონომიკურ აგენტებს შორის. ამიტომ პრობლემების გადასაჭრელად ეროვნულ ბანკს საზოგადოებასა და ეკონომიკური აგენტებს შორის კომუნიკაციის პროცესი უნდა გაღრმავდეს.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებისათვის საინტერესო და მნიშვნელოვანგადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია და განმარტებები უნდა მიაწოდოს მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს.

კობა გვენეტაძის აზრით, აუცილებელია, გაძლიერდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხები, მოსახლეობა უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და დაცული მოულოდნელი ფინანსურირისკებისაგან, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ფინანსური ინსიტუტებისა და კომერციული ბანკების ინტერესების ხარჯზე.

"უნდა გაღრმავდეს კომერციული ბანკების სტაბილურობის პროცესი, რადგან მათი გამართული ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უნდა განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი და კაპიტალის ბაზარი", - განაცხადა კობა გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.

19.აპრილი.2019 15:32
377

რატომ გააუარესა Fitch-მა TBC-ისა და BOG-ის რეიტინგის პერსპექტივა - კობა გვენეტაძის პასუხი

ვრცლად
19.აპრილი.2019 12:20
151

პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს ბანკის Visa ბარათის მფლობელები Garmin-ის საათის მეშვეობით გადახდებს განახორციელებენ

ვრცლად
19.აპრილი.2019 11:46
178

ექსტრა ჯანმრთელობის დაზღვევა - ახალი პროდუქტი თიბისი დაზღვევისგან

ვრცლად
18.აპრილი.2019 18:30
122

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდამ შესაძლოა, სავალუტო დეპოზიტების განაკვეთი შეამციროს

ვრცლად
18.აპრილი.2019 16:05
325

საბანკო ასოციაცია მომხმარებელს კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

ვრცლად
18.აპრილი.2019 12:10
290

სესხების ზრდის ტემპს FITCH-ი რისკად ასახელებს, ბანკებს რეიტინგის პერსპექტივა შეუმცირდათ

ვრცლად