მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ფინანსური სექტორი გამოწვევას მომზადებული ხვდება

5e721ad592687
შოთა ტყეშელაშვილი
18.03.20 16:50
833
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისულ ვითარებას მომზადებული ხვდება. გვენეტაძის განცხადებით, როგორც კაპიტალიზაციით, ასევე პრობლემური სესხების სიმცირით ქართული საბანკო სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს. 

"ვინაიდან საბანკო სექტორს აქვს კაპიტალისა და ლიკვიდობის კომფორტული რეზერვები, რომელიც თან და თანობით გროვდებოდა, ამასთან დაბალია უმოქმედო სესხების მოცულობა მთლიან პორტფელში და ბოლო წლებში სექტორი სოლიდური მომგებიანობით გამოირჩეოდა, შეგვიძლია ვთქვათ რომ ფინანსური სექტორი ამ გამოწვევას მომზადებული ხვდება. 

რომ შევაჯამო, კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ეკონომიკური გუნდი არის სრულად მზადყოფნაში იმისთვის, რომ გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელსაც პანდემია ქმნის ეკონომიკისათვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზრდა იქნება უფრო დაბალი, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ამ სიტუაციიდან საქართველო გამოვა მინიმალური დანახარჯით და ზრდა, რომელიც ამის შემდეგ იქნება, იქნება უფრო დინამიური და მაქსიმალურად მაღალი,"- ამბობს კობა გვენეტაძე. 

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი თებერვლისათვის საბანკო სექტორის აქტივების მოცულობამ 46.66 მლრდ ლარი შეადგინა.