მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია

5ee877d1e267b
BM.GE
16.06.20 11:42
1145
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მაისის ფულადი გზავნილების სტატისტიკასთან დაკავშირებით საკუთარ facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. გვენეტაძე წერს, რომ აპრილში გზავნილების 42.3%-იან ვარდნას მაისში გზავნილების მოცულობის მხოლოდ 9.6%-იანი კლება მოყვა, რაც COVID-19-ის კრიზისის ფონზე დამაიმედებელი მაჩვენებელია. გვენეტაძე წერს, რომ თუ ფულადი გზავნილების შემცირება ამ დიაპაზონში იქნება, მაშინ საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი წელს ისეთი მაღალი აღარ იქნება, როგორსაც თავდაპირველად ვარაუდობდნენ. 

"ფულადი გზავნილების დინამიკა დამაიმედებელია: თუკი აპრილში გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, მაისში კლება მხოლოდ 9.6% იყო. იმის გათვალისწინებით, თუ რა უარყოფით მოლოდინი არსებობდა ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით პანდემიის დასაწყისში, ეს ნამდვილად კარგი ამბავია. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გვექნება ისეთი მაღალი, როგორსაც აქამდე არსებული საბაზო პროგნოზი აჩვენებდა. ეს კი, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს როგორც ეკონომიკურ აქტივობაზე, ისე გაცვლით კურსზე", - წერს კობა გვენეტაძე. 

2020 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ $131.8 მლნ აშშ დოლარი (421.6 მლნ ლარი) შეადგინა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, შემცირება ყველაზე მკვეთრი იყო რუსეთის ფედერაციიდან, საიდანაც მაისში 19.77  მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წელთან შედარებით 43%-ით ნაკლებია. იტალიიდან კი, გზავნილების მოცულობა შემცირების ნაცვლად 35%-ით გაიზარდა. 

  1. იტალია - 27.59 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან - 35.82% 
  2. საბერძნეთი - 18.82 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან - 13.06% 
  3. რუსეთის ფედერაცია - 19.77 მილიონი დოლარი, კლება  წინა წელთან - -43.18% 
  4. აშშ - 15.21 დოლარი, ზრდა წინა წელთან -  -4.76% 
  5. ისრაელი - 11.38 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -  -17.19%. 
  6. გერმანია - 5.34 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან -  26.14% 
  7. ესპანეთი - 3.23 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -  -22.80% 
  8. პოლონეთი - 2.02 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -  -24.80% 
  9. საფრანგეთი - 1.86 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -  -20.60% 
  10. გაერთიანებული სამეფო - 1.03 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -  -30.62%.

2020 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 13.6 მლნ აშშ დოლარი (43.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის მაისის (20.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 33.7%-ით ნაკლებია.