მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანი ფაქტია

5f10147541a56
შოთა ტყეშელაშვილი
16.07.20 13:00
1145
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ივნისში ფულადი გზავნილების 17.8%-იან ზრდასთან დაკავშირებით საკუთარ Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს. სებ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანი ფაქტია, რის გამოც წელს სავარაუდოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდა არ იქნება ისეთი დიდი, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში იყო პროგნოზირებული. 

"ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს. რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, მაშინ, როდესაც აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 42.3%-ით შემცირდა, ხოლო მაისში კლების ტემპმა იკლო და 9.6% შეადგინა, ივნისში კლება უკვე ზრდით შეიცვალა და ფულადი გზავნილები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 17.8%-ით გაიზარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხვების მატება,"- ნათქვამია კობა გვენეტაძის ფეისბუქ პოსტში.