მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: გამოწვევების დასაძლევად დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ ქმედებას

5e68802dcf965
ინგა მურუსიძე
11.03.20 10:10
914
გამოწვევების დასაძლევად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ ქმედებას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საბანკო სექტორის და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ბევრ გამოწვევას ქმნის არა - მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ეკონომიკაში.

„გამოწვევების ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ ქმედებას იმისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს იქნება მოკლევადიანი გამოწვევები, თუ გრძელვადიანი გამოწვევები, დაიძლიოს მაქსიმალურად, ნაკლები დანახარჯებით. საბანკო სექტორს და მის გამართულ ფუნქციონირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისათვის. დღეს საუბარი გვქონდა იმ სექტორებზე, რომელზეც შეიძლება გავლენა ჰქონდეს მიმდინარე მოვლენებს, ვისაუბრეთ რა მიმართულებით გვჭირდება კოორდინაცია და რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მაქსიმალურად მაღალი ზრდა ქვეყანაში“, - განაცხადა გვენეტაძემ.