მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე IMF-ის მიმოხილვაზე - ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას

5dfb578695e2e
ინგა მურუსიძე
19.12.19 12:34
461
IMF-ის მიერ მიმოხილვის დასრულება ძალიან კარგი გზავნილია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საკითხის შეფასებისას განაცხადა.

“ზოგადად, ვფიქრობთ, რომ მიმოხილვის დასრულება არის ძალიან კარგი გზავნილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის, უცხოური ინვესტორებისთვის, შიდა ინვესტორებითვის, ეს ნიშნავს, რომ ის მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება, არის ჯანსაღი და ქვეყნის ხელისუფლება ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილუტობას ქვეყანაში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.