მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე ლაშა პაპაშვილის განცხადებას პასუხობს

60632dca6a3f3
BM.GE
30.03.21 17:47
2177
"ლარის კურსი დამღუპველია", - ასე აფასებს ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიმართულებით რყევებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი. მისი აზრით, ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე მაინც შეინარჩუნოს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 2.72 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4118 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 2.6%-ით გაუფასურდა.

"ლარი რამდენიმე დღეში 20%-ით გაუფასურდა. უმკაცრესად და უსწრაფესად უნდა მოხდეს არსებულ ნიშნულზე მაინც დაბრუნება. ამ ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ვისთვის აგროვებს ეროვნული ბანკი ამ რეზერვებს არ ვიცი, ჩვენ აღარ ვიყენებთ," - აცხადებს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.

ბიზნესმენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელიც წერს, რომ ეს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. გვენეტაძის თქმით, ლარი 20%-ით არ გაუფასურებულა, ეროვნული ბანკის დროულმა გადაწყვეტილებებმა კი ეკონომიკა და ბიზნესი "არაერთხელ გადაარჩინა".

"პოპულიზმი ტექნოკრატიის მტერია.
 
ეროვნულმა ბანკმა სწორი და დროული მიდგომებით არაერთხელ გადაარჩინა ბიზნესი და მოსახლეობა. ისეთი ღონისძიებებით, რომელიც ამ განცხადებაშია ჩამოთვლილი, პანდემიის ფონზე დღეს გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეროვნული ბანკი ზუსტად იმიტომ არის დამოუკიდებელი, რომ მსგავს მოწოდებებს არ აჰყვეს.
გონივრული და თანმიმდევრული მიდგომების შენარჩუნებით, რაც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარანტია, ამ შოკსაც გავივლით!

P.S. ლარი ბოლო ერთ თვეში 2.6 პროცენტით გაუფასურდა და არა „ . . . 20 პროცენტით რამდენიმე დღეში“.
P.P.S. დედოლარიზაციას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს,"- წერს კობა გვენეტაძე საკუთარ Facebook-ზე.