ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია არასაბანკო სექტორთან და ეცნობა COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ვითარებას, ასევე, სხვა მიმდინარე საკითხებს. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მორიგი ასეთი შეხვედრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართა. ინფორმაციას სები ავრცელებს.
შეხვედრაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს დეტალურად გააცნეს მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემო და მიკროსაფინანსო სექტორის ფინანსური მაჩვენებლები. მხარეებმა იმსჯელეს არსებული სირთულეების პირობებში სექტორის გამართული ფუნქციონირების შესახებ.
ვიდეოკონფერენციის დროს განხილული იყო ფინანსური სექტორის სტაბილურობის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. აღინიშნა, რომ სწორედ ბოლო ორ წელიწადში საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებული ძირეული ცვლილებების გამო შეხვდა მიკროსაფინანსო სექტორი არსებულ გამოწვევას კარგად მომზადებული. არასაბანკო სექტორს კაპიტალისა და ლიკვიდობის საკმარისი მაჩვენებლები და ამ ეტაპისთვის ადეკვატურად აქვს შეფასებული საკრედიტო რისკები.
თავისმხრივ, არასაბანკო სექტორმა დადებითად შეაფასა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ლიკვიდობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროექტები, კერძოდ, სვოპ ოპერაციებით ლარის ლიკვიდობის მიწოდება, საკრედიტო პორტფელის უზრუნველყოფით დამატებითი ლარის რესურსის მიწოდება. მათი მხრიდან, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ამ პროექტებმა მნიშვნელოვნად განაპირობეს საპროცენტო განაკვეთების შემცირება. საუბარი შეეხო საერთაშორისი სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ფარგლებში მომზადებულ შეფასების დოკუმენტს. განხილული იყო დოკუმენტში წარმოდგენილი მიკრო ბანკების მოდელი, რომელიც მიკროსაფინანსო ბაზრის სამომავლო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნული მოდელის უპირატესობებსა და რეგულირების ასპექტებზე ისაუბრა. ამ დოკუმენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებისა და ზედამხედველობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეფასდა.
"ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა ზომებმა ხელი შეუწყო არასაბანკო სექტორის მდგრადობის ზრდას, გააჯანსაღა სექტორი და გააუმჯობესა მიკროსაფინანსოების ბრენდის რეპუტაცია", - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების დოკუმენტში.
არასაბანკო სექტორის წარმომადგენლებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრები პერიოდულად გაიმართება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ