მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: მოვუწოდე კომერციულ ბანკებს, სადაც შესაძლებელია, მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია

5e68c47b71618
ინგა მურუსიძე
11.03.20 15:00
1160
"მე მოვუწოდე კომერციულ ბანკებს, რომ სადაც შესაძლებელია, მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„კომერციულ ბანკებს არავითარ შემთხვევაში არ აწყობთ გადაუხდელი ვალები, ამიტომ უნდა მოხდეს გაანალიზება სიტუაციის თუ რა ეფექტი ექნება ამას და აქედან გამომდინარე, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება კომერციულმა ბანკებმა.
მე მოვუწოდე კომერციულ ბანკებს, რომ სადაც შესაძლებელია, იმუშაონ თავიანთ კლიენტებთან, სხვადასხვა სექტორის წარმომადეგენლებთან, განსაკუთრებით ტურიზმის სფეროსთან იმისთვის, რომ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საქმის“ ეთერში სტუმრობისას.

შეგახსენებთ: მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შორის აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა შედგა.