მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღება საკმაოდ ეფექტიანი იყო

5ea83008bbf1b
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.20 17:32
978
"პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღება საკმაოდ ეფექტიანი იყო" - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონფერენციაზე გააკეთა. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოს საბანკო სისტემაში დაგროვებული კაპიტალის ბუფერები ამგვარი კრიზისის დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

"ჩვენი ამოცანა და პრიორიტეტი ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, აქეთაა მიმართული ყველა ჩვენი ღონისძიებაც. საკმაოდ ეფექტიანი იყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღება. ამ რეგულაციისა და კიდევ სხვა მთელი რიგი საზედამხედველო პოლიტიკის ღონისძიებების შედეგად მივიღეთ დღევანდელი ფინანსური სისტემა: ძლიერი კაპიტალით, მაღალი ლიკვიდობით და მდგრადი აქტივებით.

იმისათვის, რომ მზად ვყოფილიყავით ნეგატიური შოკებისთვის, გასულ წლებში, ჩვენ მივმართავდით საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას, რაც სხვადასხვა ტრიბუნებიდან დისკუსიის საგანი არაერთხელ იყო. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ მოგვცა საშუალება, შეგვემცირებინა ფასებთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკები", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში ცვლილებები შევიდა და ფიზიკური პირების დაკრედიტების მოთხოვნები შემსუბუქდა. 15 აპრილიდანვე, შეიცვალა შემოსავლების დადასტურების სტანდარტები, ასევე სესხის გაცემის საშემოსავლო კატეგორიების რაოდენობა 4-დან 2-მდე მცირდება. გაიზარდა იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადიანობა და ის 20 წლით განისაზღვრება, ბანკებს კი გადაწყვეტილების მიღებისას მეტი მოქნილობა მიეცათ.

კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მიმოხილვა: