13.დეკემბერი .2019 16:45

კობა გვენეტაძე: რუსული ავიასანქციების მიერ გამოწვეული დანაკლისი $300 მილიონია

views 413
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, 2019 წლის ივნისში რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო ფრენების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის ეკონომიკას $300 მილიონი დაუჯდა. ამის შესახებ კობა გვენეტაძემ საქართველოს პარლამენტში გამართული მოსმენისას განაცხადა. 

"როგორც მოგეხსენებათ, ივლისში რუსეთის მიერ ავიაფრენების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებამ და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა. შესაბამისად, სავალუტო შემოდინებების ფაქტობრივ შემცირებამდეც, ბაზარზე შემცირდა უცხოური ვალუტის მიწოდება, ხოლო მოთხოვნა გაიზარდა, რამაც კურსის მყისიერი გაუფასურება გამოიწვია - უფრო ადრე, ვიდრე ტურისტული შემოსავლები ფაქტობრივად დაიწყებდა შემცირებას. ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო. ამას დაემატა პოლიტიკური დაძაბულობა, რამაც კურსის დამატებით გაუფასურებას შეუწყო ხელი",- ამბობს კობა გვენეტაძე. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოს შემოსავლმა საერთაშორისო ტურიზმიდან $3 მილიარდი შეადგინა.