მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე საბანკო რეგულაციების შერბილებაზე: ჩვენ სექტორთან ვმუშაობთ

5dd5664fa994f
დავით ჯალაღონია
20.11.19 21:02
1008
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ის საბანკო რეგულაციების ტექნიკურად გამარტივების საკითხზე მუშაობს, რაც ქვეყანაში პირველი იანვრიდან მოქმედებს.

"ჩვენ დავაგროვეთ ინფორმაცია, რომელიც პროცედურებთან არის დაკავშირებული. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, რომ საკრედიტო პორტფელის წლიური ზრდა, ოქტომბრის ბოლომდე, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.5%–ია, რაც საკმაოდ კარგი ზრდაა და ეს არის გაცილებით უფრო მდგრადი ზრდა, რადგან ერთ პერიოდში ზრდა შეიძლება ძალიან მაღალი იყოს და ეს ეკონომიკას დაეხმაროს, მაგრამ შემდეგ მოწყვლადობა დაგროვდება, ფინანსური კრიზისი მოხდება და ეს ეკონომიკას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რეცესიაში შეიყვანს. აქედან გამომდინარე, ჩვენ სექტორთან ვმუშაობთ, როგორ შეიძლება ტექნიკურად ამ რეგულაციის გამარტივება", – განაცხადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, არსებული საბანკო რეგულაციების გადახედვას საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე მიზანშეწონილად მიიჩნევს.