ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სამომხმარებლო კრედიტების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს სამომხმარებლო სესხების ვადის 3 წლიდან 4 წლამდე გაზრდას. სებ-მა სამომხმარებლო სესხების ვადიანობა 2022 წლის აგვისტოში შეამცირა. წარსულში ბანკებს მაქსიმუმ 4 წლის ვადიანობის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების გაცემა შეეძლოთ, თუმცა გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ჩათვალა, რომ სამომხმარებლო დაკრედიტება განსაკუთრებულად მაღალი ტემპით იზრდებოდა და ამ ტემპის შესამცირებლად სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა 4-დან 3 წლამდე შეამცირა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ერთწლიანი პერიოდის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკი არსებულ შედეგებს შეაჯამებს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას.
ჩვენ მივიღეთ მაკროპრუდენციული ზომები, რათა შემცირებულიყო ზრდის ტემპი სამომხმარებლო სესხების მიმართულებით. ზრდის ტემპი არის დაკლებული ამ მიმართულებით, რაც დაეხმარება ინფლაციის შემცირებას. ერთი წლით მოხდა ეს ცვლილება და ვფიქრობ თუ არა, რომ ეს დარჩება ასე ან დაუბრუნდება 4 წელს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ უნდა დარჩეს 3 წელზე, მაგრამ გაანალიზება უნდა მოხდეს ივლისიდან, ანუ ერთ,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, სამომხმარებლო სესხების პორტფელი 7.6 მილიარდ ლარს შეადგენს, რომლის 89%-იც ეროვნულ ვალუტაში არის გაცემული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო