მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა

5eb3ff3cf265f
BM.GE
07.05.20 16:27
644
ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორთან კომუნიკაციას ვიდეოკონფერენციის ფორმატში განაგრძობს. ამჯერად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, საპენსიო სააგენტოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს, გოგა მელიქიძეს და მის მოადგილეს, ლევან ვერძეულს შეხდვა. გოგა მელიქიძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურს 2020 წლის 1 აპრილიდან ხელმძღვანელობს.

შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის, საუბარი შეეხო საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, ასევე, სამომავლოდ დაგეგმილ აქტუალურ საკითხებს.

საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სააგენტოს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და ხედვები გაუზიარეს. მონაწილეებს შორის კიდევ ერთხელ აღინიშნა საპენსიო სააგენტოს კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის სტრატეგიული მნიშვნელობა. მხარეებმა შესაბამისი ჩარჩოს შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს. საინვესტიციო სამსახურის წარმომადგენლებმა სრული მზაობა გამოთქვეს ეროვნულ ბანკთან უფრო აქტიურ და გახსნილ კომუნიკაციაზე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ხელმძღვანელთა შეხვედრას ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.