საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, ის სავალუტო სესხების 200,000-ლარიანი ზღვრის აწევას მხარს უჭერს. გვენეტაძის თქმით, ეს რეგულაცია ქვეყანაში კრედიტების დოლარიზაციის შემცირებას უწყობს ხელს და მან ბოლო სამი წლის განმავლობაში ხელშესახები შედეგი გამოიღო.
“რაც შეეხება 200,000 ლარს, ამან საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო და კარგი აღმოჩნდა, ჭარბვალიანობის შემცირებისთვის. ეს დაეხმარა დოლარიზაციის შემცირებას და ესეც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის ეფექტიანობას ეხმარება.
რაც შეეხება ₾200,000-ლარიან ზღვარს, ვფიქრობთ მოხდება მისი გაზრდა და ეს ნამდვილად წაადგება სიტუაციას,” - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძის განმარტებით, დოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით პოლიტიკის შემუშავებაში, სებ-ს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიაც დაეხმარება.
200,000 ლარამდე სავალუტო სესხების შეზღუდვა 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. მის შედეგად ქვეყანაში 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემა მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ხდება.
ივლისის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების შესახებ წესში ცლილება შეიტანა. მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომელთაც ბანკებში სავალუტო დეპოზიტი აქვთ განთავსებული, ამ დეპოზიტის შესაბამისი თანხის ოდენობით დოლარის და ევროს კრედიტების აღების უფლება მიეცემათ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი