მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელებში მის წინააღმდეგ არსებულ კამპანიას გამოეხმაურა

5d80aeb8882d5
შოთა ტყეშელაშვილი
17.09.19 13:50
1276
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღეს სოციალურ ქსელებში სებ-ის წინააღმდეგ შექმნილი გვერდების შესახებ კომენტარი გააკეთა. გვენეტაძე ამბობს, რომ აღნიშნული გვერდების მიზანს, სებ-ის საქმიანობის დისკრედიტება წარმოადგენს.

"ვერ გეტყვით, რას უკავშირდება და ვინ არის ამის უკან, ეს თავისთავად სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ეს არის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ზოგადად ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება არასოდეს კარგად არ სრულდება არცერთ ქვეყანაში, ამის მაგალოთი საკმაოდ ბევრია,"- ამბობს გვენეტაძე. 

აღნიშნულ კამპანიასთან დაკავშირებით გუშინ კომენტარი სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმაც გააკეთა. მისი განცხადებით, სებ-ის დასუსტება შესაძლოა, მრავალი მხარის ინტერესში შედიოდეს.

"ეროვნულ ბანკს აქვს კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები; ეს ეფუძნება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ფუნქციების და მოვალეობების ფარგლებში. დასპონსორებულ გვერდებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ბევრი მხარე იყოს, ვისაც აწყობს ეროვნული ბანკის დასუსტება. მთავარია ის, რომ ეს ქვეყანას არ აწყობს", - ამბობს მესტვირიშვილი.