მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა შეზღუდვებს არბილებს - რჩება თუ არა ძალაში რესტორნების დაუმორჩილებლობა?

601ba68d407ed
ინგა მურუსიძე
04.02.21 12:00
908
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან რესტორნები ღია სივრცეები გახსნას შეძლებენ. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღესვე ისიც დააანონსა, რომ "მიზანმიმართულად კანონდამრღვევი ორგანიზაციები", უმკაცრესად დაისჯებიან და სამომავლოდ მთავრობის მხარდაჭერას ვერ მიიღებენ, ვერ ჩაერთვებიან სახელმწიფო პროგრამებში და ა.შ. გახარიას არ უსაუბრია კონკრეტულად, ვის გულისხმობდა, თუმცა, სავარუდოდ, მისი მიმართვა ეხებოდა 200-მდე რესტორანს, რომლებსაც გაცხადებული აქვთ, რომ 6 თებერვალს დაუმორჩილებლობის გამოცხადებას და  თვითნებურად გახსნას გეგმავდნენ, რამდენადაც მთავრობა მათ მუშაობის უფლებას ამ დრომდე არ აძლევდა.

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი აცხადებს, რომ სფეროს წარმომადგენლები დღეს შეხვედრას გამართავენ და გეგმებზე იმსჯელებენ.

„მოხარული ვარ, რომ მთავრობამ გაითვალისწინა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს გასაჭირი და კრიზისიდან გამოსვლის პირველი ნაბიჯი გადადგა.

დღეს, 4 თებერვალს, 17:00 საათზე გვაქვს შეხვედრა ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს, რის შემდეგაც გაცნობებთ ჩვენი გეგმების შესახებ“, - განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.