2008 წლის კრიზისი გამოწვეული იყო ბანკების მიერ, დღევანდელი კრიზისი გამოწვეულია ვირუსის მიერ. ბანკები დღეს გაცილებით უკეთ არიან მომზადებული საქართველოში, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
„ბანკები კაპიტალის, ლიკვიდობის მიხედვით არიან აბსოლუტურად მომზადებულები, რომ ამ სირთულეებს გაუძლონ, მათ აქვთ ლიკვიდობის კარგი მარაგი. ჩვენ თავიდანვე მივეცით ის შეღავათები, რაც ამ დროს ხდება ხოლმე, რათა ის დანაკარგები, რაც მათ ექნებათ, შეიწოვონ კაპიტალის და ლიკვიდობის გამოთავისუფლებისგან და გააგრძელონ ამავე დროს ეკონომიკის დაფინანსება. ასე რომ, თქვენი დეპოზიტები ნამდვილად უსაფრთხოა და საბანკო სისტემა კარგად შეძლებს ამ სირთულის გამკლავებას“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მან ასევე რეზერვებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ჰქონდათ დაგროვილი რეზერვები, რომლისთვისაც ძალიან ხშირად აკრიტიკებდნენ:
„მე ძალიან ხშირად ვამბობდი, რომ კრიზისი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც მერე დაგვაზარალებს. ზუსტად ამიტომ იყო, როდესაც ყოველთვის ვამბობდით, რომ დოლარიზაცია არის ცუდი და არ ავიღოთ დოლარში სესხები, ზუსტად ამიტომ იყო, როდესაც ვამბობდით რომ ჭარბვალიანობა არის მაღალი და ადამიანებს და კომპანიებს უნდა ჰქონდეთ სესხი, რომელსაც ისინი მოემსახურებიან. ამ ყველაფერმა დღეს შეგვიქმნა საფუძველი, რომ გამოვიყენოთ ახლა ეს რეზერვები. ჩვენი მთლიანი რეზერვები დაახლოებით 3 მილიარდზე მეტია.
მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ მომენტალურად ეკონომიკურმა გუნდმა დავიწყეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენ მივიღებთ მატერიალურ დახმარებას, არ მინდა ჯერ ციფრის დასახელება, ვინაიდან ეს ჯერ მოლაპარაკების სტადიაშია. და ჩვენ უზრუნველვყოფთ რომ ამ მატერიალური დახმარების ნაწილი მოხვდეს სავალუტო ბაზარზე, როგორც ჩვენ მიერ მიღებული სახსრებიდან, ასევე მთავრობს მიერ მიღებული სავალუტო სახსრებიდან. ჩვენ უფრო ხშირად ვიქნებით სავალუტო ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ მივცემთ საშუალებას, რომ სავალუტო ბაზარს დახმარება მივცეთ... რაც ნიშნავს, რომ ის სირთულეები, რაც დღეს გვაქვს, გადალახული იქნება და ეკონომიკა, რომელიც გაივლის ამ პერიოდს, როდესაც დამარცხებული იქნება კორონავირუსი, შეძლებს დაუბრუნდეს ისეთივე და კიდევ უფრო მაღალ ზრდას მომავალში, რომელიც ადრე გვქონდა.
ამ შემთხვევაში ძალიან სწორი არის სწორი მაკროეკონომიკური ქმედებები, რომელსაც ვაკეთებთ. ჩვენ ვიქნებით უფრო ხშირად ბაზარზე, შეიძლება ითქვას ყოველდღიურადაც. ჩვენ გვაქვს ახალი სტრატეგია, რომლითაც საშუალებას მივცემთ ბაზარს, რომ კარგად გაიაროს ეს პერიოდი“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის