ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა, რომ კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების მატების ტენდენცია უკვე შეიმჩნევა. გვენეტაძე ამბობს, რომ ამის მიუხედავად, მათი პროგნოზით ჩამოწერილი სესხების მოცულობა სექტორის სტაბილურობისთვის საზიანო მაჩვენებელზე მცირე იქნება. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტის თქმით, საბანკო სექტორისთვის 2021 წელი შარშანდელზე უკეთესი უნდა იყოს, რადგან სექტორმა პანდემიის მოსალოდნელი გავლენა საკუთარ ფინანსურ შედეგებში 2020 წელსვე ასახა.
“აქტივების ხარისხი კვლავ არის კარგი, მიუხედავად იმისა, რომ უმოქმედო სესხების ზრდა გვაქვს. თუ შევადარებთ, ჩვენი მეთოდოლოგიით, რომელიც უფრო მკაცრია, ვიდრე საერთაშორისო მეთოდოლოგია, 2019 წელს სისტემაში იყო 4.4%-ის დონეზე ვადაგადაცილებული სესხები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი ზემოთ წავა, მაგრამ ამას აიტანს ფინანსური სექტორი.
გავიხსენოთ ის, რომ საბანკო სისტემამ ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, თავიდანვე შეაფასა ის მოსალოდნელი ზარალი, რომელიც მოყვებოდა კრიზისს. შესაბამისად, ბანკებმა პორტფელის დაახლოებით 3.5% დაარეზერვეს ბუფერში და ჩათვალა, რომ ეს იყო სესხები, რომლებიც ყველა ვარიანტში გაფუჭდებოდა. რა თქმა უნდა, ამან შეამცირა საბანკო სისტემის მოგება, მაგრამ ამან ბანკებს დაანახა, რომ მთლიანად პანდემიის შემთხვევაში რა შედეგები დადგებოდა. ეს დანაკარგები უკვე ასახულია მათ ფინანსურ ანგარიშებში.
უნდა ჩავთვალოთ, რომ ფინანსური სექტორისათვის წლევანდელი წელი უფრო უკეთესი უნდა იყოს, ვიდრე შარშანდელი. თითქმის იმ დონეზე გადის გაფუჭებული სესხები, რის შესახებაც ჩვენ გავაკეთეთ შეფასება,”- ამბობს კობა გვენეტაძე.
2020 წლის 11 თვის განმავლობაში ქართული ბანკების ჯამური ზარალი 1.4 მილიონი ლარი იყო. სექტორის ზარალის მიზეზი 2020 მარტში განხორციელებული ფინანსური ოპერაციაა, რადგან მარტში ბანკებმა მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების ბუფერში 1.2 მილიარდი ლარი დაარეზერვეს. ეს ქვეყანაში მოსალოდნელი კრიზისის წინ, საკრედიტო დანაკარგებისთვის რესურსების წინასწარ ჩამოწერას წარმოადგენდა.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით კი, საბანკო სისტემა მოგება-ზარალის თვალსაზრისით 0-თან ახლოს იქნება. ამის შესახებ მან "Forbes კვირასთან" ინტერვიუში 2020 წელს საბანკო სექტორზე პანდემიის გავლენაზე საუბრისას განაცხადა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი