მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: ვფიქრობთ, ეკონომიკის პროგნოზირებული 5%-იანი ზრდა, რთული მისაღწევი იქნება

5e68ba875e9ff
ინგა მურუსიძე
11.03.20 14:35
900
"ვფიქრობთ, 2020 წლისთვის პროგნოზირებული 5%-იანი ზრდა, რთული მისაღწევი იქნება", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, განვაახლებთ იმ პროგნოზებს, რომელიც არსებობს. სასაქონლო ბირჟებზე ვაჭრობა საერთოდ შეჩერდა, რადგანაც ნავთობის ფასების ზრდა საკამოდ დიდი შოკი იყო. დიდი ალბათობით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდაც შემცირდება და ეს პროგნოზი იქნება გამოცხადებული. ვფიქრობთ, ის 5%-იანი ზრდა, რომლის პროგნოზი იყო საქართველოში 2020 წელს, რთული მისაღწევი იქნება. ალბათ გარკვეულწილად მისი გადახედვაც იქნება საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის კარგი, ბუნებრივია, დღევანდელ მდგომარეობას ექნება გავლენა ეკონომიკაზე. რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნის ფაქტორის გაანგარიშებაც და გათვალისწინებაც საჭირო იქნება იმ პროგნოზში, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, იმ მიზეზების გამო, რომ ახლანდელი ნომინალური ეფექტური კურსის გაანგარიშება არის განსხვავებული და არ იქნება ისეთი, რაც იყო 2019 წელს, რომელმაც გამოიწვია ინფლაციაში გადასვლა, სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება მიზნობრივ მაჩვენებელთან დაახლოება.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ დაახლოებით მესამე კვარტლის ბოლოს ჩამოცდებოდა მიზნობრივ მაჩვენებელს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან განსხვავდება ჩვენი პროგნოზები. ის ერთი კვირა, რაც მონეტარული პოლიტიკის სხდომამდე გვაქვს, ალბათ უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შევხედოთ, ხომ არ არის მასში რაიმე ცვლილება“, - აღნიშნა გვენეტაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "საქმის" ეთერში.