09.დეკემბერი .2020 13:56

კობა გვენეტაძე: ვწუხვარ, თუ ჩემმა პასუხმა ბიზნესმენების გაბრაზება გამოიწვია

კობა გვენეტაძე: ვწუხვარ, თუ ჩემმა პასუხმა ბიზნესმენების გაბრაზება გამოიწვია
views 588
უკან

“მე აბსოლუტურად მესმის ბიზნესმენების და ვწუხვარ, თუ გაბრაზება დაიმსახურა ჩემმა პასუხმა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მპკ-ის სხდომის შემდეგ დღეს გამართულ ონლაინ პრესკოფერენციაზე bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულმა ერთმა განცხადებამ არაერთი ბიზნესმენი გააღიზიანა თუ გააბრაზა„გაცვლითი კურსის რისკი არის ბიზნესის ფინანსური მართვის ერთ-ერთი საბაზო ელემენტი. ნებისმიერი ბიზნესი საქმეს უნდა წარმართავდეს ისე, რომ მან გაითვალისწინოს კურსის ცვალებადობა მის საქმიანობაში და უნდა ეცადოს, რომ ამ რისკების მინიმიზაცია გააკეთოს", - თქვა მაშინ ცენტრალური ბანკის პირველმა პირმა. 

ამ განცხადებიდან ორი თვის თავზე Bm.ge-იმ კობა გვენეტაძეს ისევ ჰკითხა, თუ როგორ დაიცავდა თავს ლარის კურსის ხშირი რყევებისგან ბიზნესმენი რომ იყოს და რას ურჩევდა მათ. 

“მე აბსოლუტურად მესმის ბიზნესმენების და ვწუხვარ, თუ გაბრაზება დაიმსახურა ჩემმა პასუხმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაიმე არ დავმალოთ. ვცდილობთ, გიპასუხოთ კითხვებზე და მივიღოთ ადეკვატური ზომები იმ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლებიც გვაქვს. ჩვენ ვსაუბრობთ პანდემიაზე, ძალიან დიდ კრიზისზე და ამ დროს გამოწვევები არის როგორც - ბიზნესის, ასევე, ხელისუფლების მხარეს.

დოლარიზაციის შემცირების ღონისძიებები, ჰეჯირების ინსტრუმენტები უნდა იყოს ამ შემთხვევაში გამოყენებული, მაგრამ ეს უნდა მოერგოს იმას, თუ რა სახის ორგანიზაციაა - ეს არის კორპორატიული ბიზნესი თუ სხვა; საქმე იმაშია, რომ როცა საუბარია პასუხისმგებლიან დაკრედიტებაზე, ასეთი ნაბიჯების გადადგმა ძალიან მტკივნეულად აღიქმება ხოლმე, მაგრამ როცა რაღაცა მოხდება, მერე ვხვდებით, რომ მაშინ რომ არ განხორციელებულიყო ასეთი რამ, სიტუაცია გაცილებით რთული იქნებოდა; თუ ჩვენ მუდმივად ვიფიქრებთ, რომ არასდროს არაფერი არ მოხდება, ეს არ იქნება სწორი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მან მაგალითად მოიყვანა გასულ წელს რუსეთის ავიაემბარგო, რაც სებ-ის პრეზიდენტის შეფასებით, უდიდესი გამოწვევა იყო და ავიაემბარგოს მსგავსად, ასევე, ვერავინ იფიქრებდა, რომ დღეს ასეთი შოკი იქნებოდა.

„რომ არ მიგვეღო ზომები, დღეს უფრო ცუდ სიტუაციაში ვიქნებოდოთ, ასეთი მიდგომა არის საჭირო ბიზნესის მხრიდანაც. დიახ, საჭიროა რისკების შეფასება. მე მესმის მათი გულისწყრომა, მაგრამ ეს რისკები ალბათ მოგების შემცირების ხარჯზე უნდა გაითვალისწინონ.

მე ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება; 2 წლის წინ ევროში ძალიან დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხების აქცია იყო, რომელიც ძალიან პოპულარული იყო. ჩვენ ვთქვით, რომ ეს იყო ცუდი და დიდ რისკებს მოიცავდა. ეს ხალხი დღეს ძალიან ცუდ სიტუაციაშია ანუ ამ ჩარჩოში, გვინდა თუ არ გვინდა, რისკები უნდა შეფასდეს და რისკებისთვის ჩვენ ვიხდით სადაზღვევო ფულს. ჯანმრთელობის დაზღვევაში ვიხდით ფულს, შეიძლება ის საერთოდ არ გამოვიყენოთ 6 თვე, მაგრამ შეიძლება მერე ოპერაცია გავიკეთოთ და სადაზღვევო პოლისი დაგვჭირდეს“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა