მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე: წელს საბანკო დაკრედიტება 7.5%-ით გაიზრდება

608931a44a710
შოთა ტყეშელაშვილი
28.04.21 13:57
519
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, წელს საქართველოში საბანკო სექტორის დაკრედიტების ზრდა 7.5% იქნება.

გვენეტაძის თქმით, წლის დასაწყისში საფინანსო სექტორში მათ მიერ პროგნოზირებულზე მაღალი დაკრედიტების ტემპი შეინიშნებოდა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა დაკრედიტების ტემპზე მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს. ამის გამო სებ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის 4%-იანი პროგნოზის შემცირებისკენ გადახედვა დღის წესრიგში არ დგას.

“მარტში სესხების წლიური ზრდა კურსის ეფექტის გამოკლებით 7.7% იყო, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი იპოთეკური და ბიზნეს სესხების ზრდამ შეიტანა. თვის ჭრილში ზრდა ეროვნული ვალუტის სესხებმა განაპირობა, უცხოური ვალუტის სესხებზე მოთხოვნა შემცირებულია და სავალუტო სესხების რისკის გამო ასეც უნდა იყოს.

ვფიქრობთ, წელს დაკრედიტების ზრდა 7.5% იქნება. უმოქმედო სესხების წილი 2021 წლის დასაწყისიდან 3.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მიმდინარე მდგომარეობით 8.4%-ს შეადენს.

მოგეხსენებათ, ბანკებს დანაკარგების შეფასება 2020 წელსვე მოვთხოვეთ და მათ შესაძლო დანაკარები უკვე გათვალისწინებული აქვთ. მოსალოდნელია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში უმოქმედო სესხების წილი საკრედიტო პორტფელის 10%-ს მიაღწევს", - აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 9.5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთის მაქსიმალური ნიშნულია. სებ-ის ეს გადაწყვეტილება მკვეთრად გაზრდილმა ინფლაციამ განაპირობა, რადგან მარტში ინფლაციის ნიშნული 7.2%-მდე გაიზრდა, რაც მიზნობრივ 3%-იან ინფლაციას 2.4-ჯერ აღემატება.