მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძე წინასაარჩევნო კონტექსტზე საუბრობს

5dd7bf41be727
შოთა ტყეშელაშვილი
22.11.19 18:20
1126
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს მისი მანდატის, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის შესაბამისად მოქმედებს, იმის მიუხედავად თუ ქვეყანაში რა “კონტექსტია”. ამასთანავე, გვენეტაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული “კონტექსტი” წინსაარჩევნო პერიოდში ყოველთვის მძაფრდება და ესეც არავისთვის უცნობი არაა.

“კონტექსტი, რომელზეც თქვენ საუბრობთ ყოველთვის შეიძლება არსებობდეს და განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ყოველთვის მძაფრდება. ეს აბსოლუტურად გასაგები არის და არავისთვის უცნობი არაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ვმოქმედებთ და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენი მანდატის, გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის შესაბამისად. ასე რომ, დიახ ვუშვებ, რომ ეს ფაქტორი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ამას უნდა ვუყუროთ ჩვეულებრივად, როგორც - მოცემულობას,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

“საქმიან დილაში” გვენეტაძე, ამასთანავე, უმრავლესობის დეპუტატთა კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სებ-ს გაზრდილ ინფლაციაზე საპასუხოდ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა არ დაუგვიანია.

"ჩემი აზრით, ეროვნულ ბანკს რეაგირება არ დაუგვიანია. რა თქმა უნდა, იგივე პარლამენტში გამოსვლისასაც ჩემი არგუმენტირებული პოზიცია ვთქვი ამასთან დაკავშირებით. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საკითხზე ჩემი პოზიცია მომიხსენებია, როგორც მედიისთვის, ასევე დეპუტატებისთვისაც და თქვენთვისაც. მოდით, შევხედოთ რა სიტუაცია გვაქვს, დიახ ამჟამად, სამწუხაროდ, ინფლაცია არის მიზნობრივზე მაღალი, მაგრამ როგორც არაერთხელ გვითქვამს, ჩვენი მანდატი არის და ეს ეროვნული ბანკის შესახებ კანონშიც არის ასე, რომ ჩვენ საშუალოვადიან ინფლაციაზე გვქონდეს სწორება,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კობა გვენეტაძე საქმიანი დილის ეთერში:



ოთხშაბათს, 20 ნოემბერს, პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ ეროვნულმა ბანკმა ინფლაციასთან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დააგვიანა. ამასთანავე, მან ეროვნულ ბანკს "რეალობასთან დაბრუნებისკენ" მოუწოდა. 

ამ კრიტიკასთან დაკავშირებით, კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მათ მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრეს მას შემდეგ, რაც ბაზარზე გაზრდილი ინფლაციური მოლოდინები გამოჩნდა. 

სექტემბრის შემდგომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი 2019 წლის ბოლომდე საქართველოში ინფლაციის 7.2%-მდე ზრდას პროგნოზირებს. 

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაცია 6.9%-მდე გაიზარდა, რაც 2017 წლის შემდგომ ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.