მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძემ ციფრული ლარის სამომავლო პერსპექტივებზე საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა

62726d9561e1f
მარიამ იზორია
04.05.22 16:10
1358
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა CBDC & DeFi კონფერენციაზე ციფრული ლარის განვითარების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ განხორცილებულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

როგორც კობა გვენეტაძემ კონფერენციაზე განაცხადა, ეროვნული ბანკი ბოლო ორი წელია, რაც ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის კონცეფციისა და დეცენტრალიზებული ფინანსების მზარდი დიაპაზონის შესახებ კვლევას ატარებს და ფინანსური სისტემა უკვე გარდაქმნის პროცესშია.

მისივე თქმით, ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო პოლიტიკა უნდა გააფართოვოს და ახალი სფეროები მოიცვას.

„ფინანსური სისტემა უკვე გარდაქმნის პროცესშია, დეცენტრალიზებული ფინანსების ზრდა კი ევოლუციის შემდგომი საფეხურებისკენ გვიბიძგებს. ფინანსების თანამედროვე ეპოქაში ეროვნულმა ბანკმა საზედამხედველო პოლიტიკა უნდა გააფართოვოს და ახალი სფეროები მოიცვას. ეს საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მომხმარებლის დაცვას, შექმნის გაწონასწორებულ ფინანსურ სისტემას, გააღრმავებს კონკურენციას და ჯანსაღ ციფრულ ფინანსურ გარემოს შექმნის.

უფრო მეტიც, ჩვენი მიზანი CBDC-ის კიდევ უფრო გაფართოებაა. საუბარია არა მხოლოდ გადახდის კიდევ ერთი მეთოდის დანერგვაზე, არამედ იმ ამბიციაზე, რომ მხარი დავუჭიროთ ისეთი ეკოსისტემის განვითარებას, სადაც დეცენტრალიზებული და ცენტრალიზებული ფინანსები ერთმანეთს ხვდება და თანაარსებობს ქართული ფინანსური სისტემის მომხმარებლების სასარგებლოდ", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.