მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძემ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

628e15fd40350
BM.GE
25.05.22 16:00
441
24-25 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და სხვადასხვა ქვეყნიდან ბანკის მმართველები ესწრებოდნენ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დისკუსიაში “ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა: როგორ და რატომ?” მიიღო მონაწილეობა, სადაც მან ციფრული ლარის განვითარების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა ყურადღება.

“ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რომ ის თანამედროვე ტექნოლოგიებს იმგვარად იყენებს, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის ფინანსური მომსახურება უფრო ეფექტიანი, იაფი და მარტივი გახადოს და არა-ფინანსურ სექტორში ზოგიერთი პროცესიც კი ჩაანაცვლოს მაგალითად, როგორიცაა ქონების რეგისტრაცია. ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვალუტების მთავარი მახასიათებელი, რომელიც ინვესტორებს იზიდავს, მათი ანონიმურობა და სპეკულაციური ბუნებაა.

მეორე მხრივ, CBDC-ებმა იგივე ან მსგავსი ტექნოლოგიით მეტი გამჭვირვალობა და ღირებულების მეტი სტაბილურობა უნდა უზრუნველყოს. ნებისმიერი აქტივი ფულად რომ ჩაითვალოს, ღირებულების მარაგი უნდა უზრუნველყოს. აშკარაა, რომ ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ვალუტები უფრო მეტ საიმედოობას გვთავაზობს,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
(NS)