კობა გვენეტაძემ დღეს ეროვნულ ბანკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ქადაგიძე-ჟვანიასა და მის შვილს, ბესარიონ ჟვანიას უმასპინძლა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ზურაბ ჟვანიას ოჯახს საჩუქრად გადასცა სებ-ის ახალი საკოლექციო მონეტა, რომელიც ევროპის საბჭოს დაარსების 70 წლის იუბილესა და საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილეს მიეძღვნა. ამის შესახებ ეროვნული ბანკი იტყობინება.
"მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი" - მონეტის რევერსზე სწორედ ზურაბ ჟვანიას ეს ცნობილი ფრაზაა დატანილი.
კობა გვენეტაძის თქმით, "ქართველი პოლიტიკოსის მიერ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარმოთქმული ეს სიტყვები საქართველოს მიერ ევროპული ოჯახის კარის გაღების მთავარ სიმბოლოდ იქცა. ზურაბ ჟვანიას როლი კი, თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში ფასდაუდებელია".
აღსანიშნავია, რომ დღეიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
მსოფლიოში საუკეთესო ყველი დაასახელეს
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
რა არის ინფლუენსერ მარკეტინგი და ვინ არიან ინფლუენსერები?
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი