მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობა გვენეტაძის პროგნოზით, ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს ჩამოცდება

5f61cdea434c5
ინგა მურუსიძე
16.09.20 12:44
539
სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის პროგნოზით,  ინფლაცია 3%-იან მაჩვენებელს ჩამოცდება.

განცხადება მან სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ონლაინ-პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„რაც შეეხება ინფლაციას, ის კლებას გააგრძელებს და ვფიქრობთ, ჩამოცდება 3%-იან მაჩვენებელს, თუმცა გვაქვს საკმარისი ინსტრუმენტები, რომ ფასების სტაბილურობა უზრუნველყოთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

2020 წლისთვის მიზნობრივი ინფლაცია 3%-ითაა განსაზღვრული. ამჟამად წლიური ინფლაცია 4.8%-ია. 

ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა  რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.