მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძე ამბობს, რომ მთავრობა EU-თვის "ფარდის ახდას" აღარ აპირებს

62ac73de7321e
მარიამ ვარადაშვილი
17.06.22 16:07
1268
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ევროკავშირისთვის “ფარდის ახდას” აღარ აპირებს.

“ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში, ევროკავშირს რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს ბუნებრივია არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ.

საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცები განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ, რაღაცები ვერ განაპირობა. საუბარი იყო ამისთვის ფარდის ახდაზე. დღეს, როდესაც ევროკავშირმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან ბუნებრივია თავს შევიკავებთ. ეს არის ჩვენს გუნდში შეჯერებული პოზიცია”,-განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 11 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება თუ შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ყველაფერს “ფარდას ახდიდა”.