17.იანვარი .2020 13:07

კობერიძე დეპუტატებს - იმ კლინიკებს ექმნებათ საფრთხე, რომლებსც საჭიროების შემთხვევაში თქვენ მიაკითხავთ

views 257
უკან

მთავრობის N 520-ე დადგენილებით ზუსტად იმ კლინიკებს ექმნებათ საფრთხე, რომლებსაც თქვენ მიმართავთ, რამე რომ დაგჭირდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ჰკითხა, თუ როდის მივა პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

„მინდა ვისაუბრო ჯანდაცვის მინისტრის ურთიერთობაზე პარლამენტთან მიმართებაში. ახალი მინისტრი უკვე 8-9 თვეა დანიშნულია და მას არც ერთ საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობა არ მიუღია, ერთადერთი შემთხვევა იყო  უმრავლესობასთან შეხვედრა. ჯანდაცვის მინისტრი მინისტრის საათის ფარგლებშიც კი არ ყოფილა პარლამენტში. მსგავსი ტიპის ხარვეზები განაპირობებს იმ პრობლემებს, რომლებიც არის დაკავშირებული პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციასთან. ჯანდაცვის სფეროში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით. მინდა იცოდეთ, რომ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა. ჩატარდა რამდენიმე პიარ-შეხვედრა მთავრობის წევრებთან, რომელსაც არანაირი ცვლილება არ მოჰყოლია. საბჭოს ფორმატშიც შეხვედრები არის შეხვედრებისთვის“, - განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, უკვე პრობლემები აქვს შექმნილი ბევრ ექიმს, ექთანს, ხელფასების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ეს ტენდენცია იქნება მზარდი.

„რაც ყველაზე მთავარია, სამედიცინო სერვისების მიწოდება მიმდინარეობს შეფერხებით. თქვენ ხშირად მოგიმართავთ სხვადასხვა თხოვნებით გულსისხლძარღვთა დაავადებით კლინიკაში გადამისამართებასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ სწორედ იმ კლინიკებს ექმნება პრობლემები, რომლებსაც აქვთ ხარისხი და თქვენ რომ რაიმე დაგჭირდეთ, სწორედ იმ კლინიკებს მიაკითხავთ. 520-ე დადგენილება არც რეფორმაა და არც ფასწარმოქმნა. ეს არის ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯი, რაც მოქალაქეებისთვის აუცილებლად პრობლემაში გადაიზრდება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის 520-ე დადგენილებამ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს ფასები გაუთანაბრა. ტარიფებს კლინიკების ნაწილი არ ეთანხმება. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა