მთავრობის N 520-ე დადგენილებით ზუსტად იმ კლინიკებს ექმნებათ საფრთხე, რომლებსაც თქვენ მიმართავთ, რამე რომ დაგჭირდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ჰკითხა, თუ როდის მივა პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
„მინდა ვისაუბრო ჯანდაცვის მინისტრის ურთიერთობაზე პარლამენტთან მიმართებაში. ახალი მინისტრი უკვე 8-9 თვეა დანიშნულია და მას არც ერთ საპარლამენტო ფორმატში მონაწილეობა არ მიუღია, ერთადერთი შემთხვევა იყო უმრავლესობასთან შეხვედრა. ჯანდაცვის მინისტრი მინისტრის საათის ფარგლებშიც კი არ ყოფილა პარლამენტში. მსგავსი ტიპის ხარვეზები განაპირობებს იმ პრობლემებს, რომლებიც არის დაკავშირებული პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციასთან. ჯანდაცვის სფეროში საკმაოდ სერიოზული პრობლემებია 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით. მინდა იცოდეთ, რომ დადგენილების ამოქმედებიდან 2 თვეზე მეტი გავიდა. ჩატარდა რამდენიმე პიარ-შეხვედრა მთავრობის წევრებთან, რომელსაც არანაირი ცვლილება არ მოჰყოლია. საბჭოს ფორმატშიც შეხვედრები არის შეხვედრებისთვის“, - განაცხადა კობერიძემ.
მისივე თქმით, უკვე პრობლემები აქვს შექმნილი ბევრ ექიმს, ექთანს, ხელფასების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ეს ტენდენცია იქნება მზარდი.
„რაც ყველაზე მთავარია, სამედიცინო სერვისების მიწოდება მიმდინარეობს შეფერხებით. თქვენ ხშირად მოგიმართავთ სხვადასხვა თხოვნებით გულსისხლძარღვთა დაავადებით კლინიკაში გადამისამართებასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ სწორედ იმ კლინიკებს ექმნება პრობლემები, რომლებსაც აქვთ ხარისხი და თქვენ რომ რაიმე დაგჭირდეთ, სწორედ იმ კლინიკებს მიაკითხავთ. 520-ე დადგენილება არც რეფორმაა და არც ფასწარმოქმნა. ეს არის ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯი, რაც მოქალაქეებისთვის აუცილებლად პრობლემაში გადაიზრდება“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის 520-ე დადგენილებამ საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებს ფასები გაუთანაბრა. ტარიფებს კლინიკების ნაწილი არ ეთანხმება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის