05.სექტემბერი .2019 19:19

კობერიძე თურნავას: ეკონომიკის კომიტეტი ძალიან პასიურია თქვენთან მიმართებაში-უნდა დუღდეს კომიტეტი ამ პირობებში

views 172
უკან

დამოუკიდებელი დეპუტატი, ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელს, რომან კაკულიას პასიურობისთვის საყვედურობს.

დეპუტატი საკრეტიდო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში ტურიზმის სექტორის დაფინანსების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ამ თემაზე დარგობრივი კომიტეტი აქტიურად უნდა საუბრობდეს.

„რატომ კეთდება ტურიზმის სექტორის დაფინანსება საკრედიტო-საგარანტიო ფონდიდან, ეს მეორე თემაა. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ამაზე ცალკე საუბარი გვექნება ან ინტერპელაციის წესით მოგიწვევთ ან დამოუკიდებელ დეპუტატებს შეგვხვდით. იმიტომ, რომ კომიტეტი ძალიან პასიურობს თქვენთან მიმართებაში.

პირდაპირ ვიტყვი ბატონ რომანს ვუსაყვედურებ, უნდა დუღდეს ეკონომიკის კომიტეტი ამ პირობებში. რეალურად ასე არ ხდება.

ამ ფონდიდან რატომ გადის ეს თანხა, ეს არის მნიშვნელოვანი. ამ ფონდს არ ეკუთვნის ამ თანხების გაცემა. მე ძალიან ყურადღებით ვიქნები ამ ფონდიდან რომელიმე მსხვილ კომპანიაში არ მოხვდეს თანხის გაცემა, მაგრამ თუ თქვენ ტურიზმში შექმნილი კრიზისის გამო ამბობთ, რომ დახმარება გაუწიოთ მცირე და საშუალო ბიზნესს, მაშინ როცა კახელი გლეხები ამობენ ჩვენც გაგვიკეთეთ სუსიდირება, მათ რატომ ეუბნებით უარს?

მე წინააღმდეგი ვარ სუბსიდირების, მაგრამ თუ პატარა სასტუმროებს აძლევთ , გლეხებს რატომ ეუბნებით უარს?“-მიმართა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას, დეპუტატმა ლევან კობერიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა