მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობი ბრაიანტს ნათქვამი აქვს, რომ მას სურდა ის დამახსოვრებოდათ, როგორც ინვესტორი

5e2f312f182db
BM.GE
28.01.20 00:10
1201
კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტს, რომელიც 26 იანვარს ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა, სურდა ყველას დამახსოვრებოდა მისი ინვესტიციებით და არა როგორც სპორტსმენის კარიერით. ამის შესახებ მას ერთხელ თავად აქვს ნათქვამი. კერძოდ, 2016 წლის 22 აგვისტროს ბრაიანტმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა:

„თუ ნამდვილად გინდა რომ რაღაც შექმნა, რაც თაობებს დარჩებათ, მაშინ შენ უნდა შთააგონო მომავალ თაობას, არა? ისინი ქმნიან რაღაც მნიშვნელოვანს. შემდეგ თაობა იმათ შთააგონებს, ვინც მათ მოჰყვებათ. ეს არის ის, რასაც შენ რაღაც სამუდამოდ ქმნი და ეს ყველაზე კარგი რამაა“, - განაცხადა მაშინ სპორტსმენმა.

ბრაიანტმა ასევე აღნიშნა, რომ ის სწავლობდა ინვესტიციებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. იგი ამბობდა, რომ მისი მენტორებისგან, მაგალითად Nike-ის აღმასრულებელი დირეტორის, მარკ პარკერისგან მუდმივად სწავლობდა რაღაცას.

„ჩვენ მუდმივად უნდა ვისწავლოთ. ზრდისთვის უნდა ისწავლო. მუდმივად უნდა იმოძრაო, უნდა გააუმჯობესო. ეს არის გასაღები“, - აღნიშნა მაშინ ბრაიანტმა.

აღსანიშნავია, რომ კალათბურთელმა 2013 წელს დააარსა კაპიტალდაბანდების კომპანია Bryant Stibel & Co., რომელიც ფოკუსირებულია ტექნოლოგიებსა და მედია ინდუსტრიაში ინვესტირებაზე.