03.მაისი .2021 11:00

“კოდა” - “ფასი გავზარდეთ და კვერცხის კიდევ გაძვირებას არ გამოვრიცხავთ"

“კოდა” - “ფასი გავზარდეთ და კვერცხის კიდევ გაძვირებას არ გამოვრიცხავთ"
views 1651
უკან

კომპანია “კოდამ” გასული წლის იანვარში ფასები დახლოებით 10%-ით გააძვირა. “შარშანდელი წელი იყო საშინელი,” - ასე აფასებს 2021 წელს კომპანიის გენერალური დირექტორი ზურაბ ჭუჭულაშვილი. როგორც ის bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ჰორეკას სექტორის გაჩერებამ და ლოქდაუნებმა ბიზნესი დააზარალა.  

“გასული წელი ზარალზე დავასრულეთ. მეთორმეტე წელია ამ კომპანიის დირექტორი ვარ და გასული წლის მსგავსი წელი არ გვქონია. გაყიდვებში დაახლოებით 20%-იანი კლება დაგვიფიქსირდა. 

სწორედ გასული წლის ლოქდაუნებმა გამოიწვია ის, რომ დიდ კომპანიებს მარაგები დაგვიგროვდა, კვერცხი მალფუჭებადი პროდუქტია და მისი რეალიზებისთვის ფასების დაწევა მოგვიწია”, - აღნიშნა ჭუჭულაშვილმა. 

“კოდას” გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ფასის ზრდა კომპანიას, შესაძლოა, კიდევ მოუწიოს. 

“ფასის გაზრდა კიდევ მოგვიწევს და ეს ქვეყანაში მოქმედ ეკონომიკურ მოვლენებზეა დამოკიდებული განსაკუთრებით კი ლარის კურსის არასტაბილურობაზე. იმპორტდამოკიდებული კომპანია ვართ და ფრინველის საკვებ პროდუქციას უცხოეთიდან ვიძენთ, რაც ჩვენზე ძალიან მოქმედებს. ფასების ზრდა თვითმიზანი არ არის ეს უბრალოდ ფაქტია, თუ არსებულ სიტუაციას არ მივყევით გავკოტრდებით” - განაცხადა ჭუჭულაშვილმა.